Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა უარი თქვა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების ანგარიშების შეზღუდვაზე და ასევე, წაეშალა რუსეთის ექს-პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პოსტი, რომ „უკრაინა გაქრება".
მილიარდერმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა.
Twitter-ის მომხმარებლების ნაწილი თვლის, რომ ილონ მასკი უგულვებელყოფს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან რუს პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს, გამოაქვეყნონ პოსტები სოციალურ ქსელებში და გაავრცელონ პროპაგანდა.
ილონ მასკი წერს, რომ „ყველა სიახლე გარკვეულწილად პროპაგანდაა“ და მომხმარებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, დახურონ თუ არა წვდომა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების ანგარიშებზე. მისივე თანახმად, Twitter-ი არ დააწინაურებს არც შეზღუდავს რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს „მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სხვა პლატფორმები აკეთებენ“.
გასული წლის ოქტომბერში, Twitter-ის შეძენისას, მასკმა განაცხადა, რომ სურს, სოციალურ ქსელში სიტყვის დიდი თავისუფლება უზრუნველყოს.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გასული წლის წლის აპრილში, Twitter-მა განაცხადა, რომ არ გაუკეთებს რეკლამას და არ გაავრცელებს სამთავრობო ანგარიშებს იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც მონაწილეობენ შეიარაღებულ კონფლიქტებში სახელმწიფოებს შორის" და აღნიშნა, რომ შეზღუდვები შეეხება კერძოდ იმ ანგარიშებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ Twitter-მა შეზღუდვები რუსული და ჩინურ სახელმწიფო მედიასაშუალებების, მათ შორის RT-ს მიმართ გააუქმა.